Kaijitsu Family

კაიჯიცუების გვარი მომდინარეობს შორეული მინკაიდან, საიდანაც ისინი ოდესღაც გამოიხიზნენ უცნობი მიზეზების გამო.

Sandpoint-ის ამ ერთ-ერთ ყველაზე მდიდარ ოჯახს ბედნიერს ნამდვილად ვერ დავარქმევთ.

ოჯახის უფროსი ლონჯიკუ კაიჯიცუ შრომისმოყვარე, ჭკვიანი, მაგრამ უაღრესად მძიმე კაცია. მისი მეუღლე ატსუი 4 წლის წინ გარდაიცვალა. გამოძიების დასკვნის მიხედვით მან თავი მოიკლა. გადმოხტა თავისივე სახლის გალავნიდან.

ლონჯიკუს და ატსუის ორი შვილი ყავთ, რომელთაგანაც არც ერთია საამაყო ლონჯიკუსათვის. განსაკუთრებით უმცროსი ვაჟი ცუტო, რომლის ნახევრად-ელფის წაგრძელებული ყურები ეჭვის ქვეშ აყენებს მის წარმომავლობას.

უფროსი ქალიშვილი ამეიკო კაიჯიცუ ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტავერნის მეპატრონეა. ეს საქმიანობა ლონჯიკუს აზრით მიუღებელია და სამარცხვინო მისი გვარისთვის. თუმცა ამეიკოს არისტოკრატული ცხოვრება არასდროს იზიდავდა. მან წარსულში სახლი დატოვა და თავგადასავლების საძიებლად გაემგზავრა. რაც მასსა და მამამისს შორის განხეთქილების მიზეზი გახდა. უკან დაბრუნებული კი ტავერნის გაძღოლას შეუდგა, რამაც სრულიად არ გამოასწორა მამა-შვილის ურთიერთობა.

. . .

Kaijitsu Family

Rise of the Runelords (GEO) giorgi_kandelaki giorgi_kandelaki