Goblin Tribes

Sandpoint-ის მახლობლად არსებობს 5 ძირითადი გობლინების ტომი:

1. Birdcruncher goblins

ცხოვრობენ გამოქვაბულებში “ეშმაკის პლატოს” (“Devil’s Platter”) დასავლეთ ფერდობებზე. დანარჩენებთან შედარებით ყველაზე ნაკლებად აგრესიული ტომი.

2. Licktoad goblins

ცოვრობენ სამხრეთით, “Brinestump”-ის ჭაობებში. არიან საუკეთესო მცირავები.

გმირები:

  • Rendwattle Gutwad: საოცრად მსუქანი გობლინების ბელადი. ამბობენ ის არასოდეს არ დგება თავისი ტახტიდან.
  • ვორკა: ცნობილი გობლინი კანიბალი. გმირად შეიძლება მას თვლიდნენ, მხოლოდ არა Licktoad გობლინები.

3. Seven Tooth goblins

“კანჭის ტყის” გობლინები. ხშირად ძარცვავენ Sandpoint-ის ნაგავსაყრელს. მოპარული ნარჩენებისგან კი იარაღს და ჯავშანს იმზადებენ.

გმირები:

  • კორუვუსი: ცნობილი თავისი მაგიური ხმლით, რომელიც რომელიღაც ადამიანისგან ჩაიგდო ხელში და რომელსაც სულ თან ატარებდა, იმისდა მიუხედავად რომ ხმალი აშკარად დიდია მისთვის. კორუვუსი რამოდენიმე თვის წინ გაქრა, მას მერე რაც, ამბობენ, მან აღმოაჩინა საიდუმლო სამალავი. გობლინებს ჯერათ რომ ის ცოცხალია, “იქ სადღაც”.

4. Mosswood goblins

ცოტა მოშორებით, აღმოსავლეთისკენ, “Mosswood”-ის ტყეში ცხოვრობს გობლინების ყველაზე დიდი ტომი. თუმცა “Mosswood”-ის გობლინები უმეტესწილად ერთმანეთში ქიშპობენ, რაც მათ ნაკლებად სახიფათოს ხდის.

გმირები:

  • დიდი გურმუტი: უჩვეულოდ დიდი, დაკუნთული და მაღალი გობლინი. ამბობენ რომ დედა ყავდა ჰობ-გობლინი და მამა გარეული ტახი.

5. Thistletop goblins

ცხოვრობენ პატარა კუნძულზე, “ჭინჭრისტყის” (“Nettlewood”) სანაპიროსთან. ეს კუნძული, როგორც ამბობენ, ფორმით წააგავს ადამიანის მოჭრილ თავს.

გმირები:

  • Ripnugget

გარდა ამ გობლინებისა, არსებობს კიდევ ერთი განსაკუთრებული ჰობ-გობლინნი, ბრუტაზმუს (Bruthazmus), რომელიც ცხოვრობს ჭინჭრისტყის ჩრდილო ნაწილში, და გობლინების ტომებთან მიდის ხოლმე თავისი ნაძარცვის ალკოჰოლში გადასაცვლელად. ბრუტაზმუსი განსაკუთრებით ვერ იტანს ელფებს, და ის და შალელუ ანდოსანა დიდი ხანია მოსისხლე მტრები არიან.

sandpoint-hinterlands.jpg

Goblin Tribes

Rise of the Runelords (GEO) giorgi_kandelaki giorgi_kandelaki